მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნი" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა. ნიანზუ კარიერას "სევილიაში" გააგრძელებს.
გერმანულ პრესაში აქტიურად იწერება, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რეკორდმაისტერი ცენტრალური მცველის დამატებას შეეცდება.
თუმცა კლუბმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და "ბაიერნი" ამ ზაფხულს მცველს აღარ დაიმატებს.
შესაბამისად, რეკორდმაისტერის დაცვის საყრდენები უპამეკანო, დე ლიხტი, ლუკას ერნანდესი, პავარი და სტანიშიჩი იქნებიან.