მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჯამალ მუსიალამ გუნდის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.
მის მდგომარეობაზე რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ისაუბრა.
"მუსიალას ტრავმა აქვს, სერიოზული არაფერია, თუმცა ბოხუმთან მატჩში ის ვერ ითამაშებს, ვფიქრობ ასე უმჯობესია.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი რომ იყოს, ნაჩქარევი რეაბილიტაციისთვის ყველაფერს გავაკეთებდით, თუმცა ახლა საგანგაშო არაფერია", - განაცხადა ნაგელსმანმა.