მიუნხენის "ბაიერნმა" მიმდინარე სეზონი დიდებულად დაიწყო და მეტოქეების რბევას წელსაც განაგრძობს.
აღსანიშნავია, რომ სუპერთასის ჩათვლით, რეკორდმაისტერმა პირველ სამ მატჩში ჯამში 13 გოლი გაიტანა.
ეს კი რეკორდული მაჩვენებელია. სეზონის საწყის 3 მატჩში ამ საუკუნეში "ბაიერნს" ამ რაოდენობის გოლები ჯერ არ გაუტანია.
ისე კი, უკეთესი შედეგი ბოლოს ბავარიელებმა შორეულ 1988-89 წლების სეზონში დააფიქსირეს, როცა პირველ სამ მატჩში 16 გოლი გაიტანეს.