გერმანიის ბუნდესლიგის მესამე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" "ბოხუმს" დაუპირისპირდა და 7:0 გაანადგურა.
შეხვედრაში ანგარიში ლეროი სანემ გახსნა, პირველ ტაიმში გოლები დე ლიხტმა, მანემ და კომანმაც გაიტანეს.
მეორე ნახევარში თავი სადიო მანემ კიდევ ერთხელ გამოიჩინა, შეხვედრას საბოლოო წერტილი სერჟ გნაბრიმ დაუსვა.
3 ტურის შემდეგ, რეკორდმაისტერს 9 ქულა აქვს და ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.