"მანჩესტერ სიტიში" გადასვლამდე, აქტიურად იწერებოდა, რომ ერლინგ ჰალანდის შემდეგი კლუბი "ბაიერნი" იქნებოდა.
თუ რატომ არ შედგა ტრანსფერი, ამაზე კომენტარი კლუბის ხელმძღვანელმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა გააკეთა.
"არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ჰალანდთან მოლაპარაკებები ნამდვილად გვქონდა, თუმცა სამწუხაროდ ტრანსფერი არ შედგა.
ეს უკვე წარსულია და ამაზე საუბარი არც ღირს. ჰალანდმა აირჩია იქ თამაში, სადაც ყველაზე ძალიან სურდა", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.