ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნი" "ბარსელონასთან", "ინტერთან" და "პლზენთან" ერთად მოხვდა.
წილისყრა რეკორდმაისტერის ხელმძღვანელმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა შეაფასა.
"კვლავ ბარსელონა? 2 საკმაოდ დაძაბული და რთული თამაში გველის და ასეთ გუნდებთან თამაში ყოველთვის სასიამოვნოა.
ბარსელონა ჩვენთვის ახალი მეტოქე არ არის. მათ ტოპ გუნდი ჰყავთ, ჩვენი მიზანი კი გამარჯვებაა", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.