მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა მანუელ ნოიერმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შეაფასა.
მოგეხსენებათ, რეკორდმაისტერი ჯგუფში "ბარსელონასთან", "ინტერთან" და "პლზენთან" ერთად მოხვდა.
"ყველა თამაში რთული იქნება, ინტერი და ბარსელონა ევროპის ტოპ გუნდები არიან, პლზენი ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.
ლევანდოვსკის წინააღმდეგ თამაში? სასიამოვნოა, რომ მას კვლავ შევხვდებით", - განაცხადა ნოიერმა.