მიუნხენის “ბაიერნმა” ბუნდესლიგის გასულ ტურში “გლადბახთან” ფრედ 1:1 ითამაშა.
მატჩის შემდეგ კომენტარი რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა გააკეთა.
“დაახლოებით 35 საგოლე შეტევა გვქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოვიგეთ, სეზონის საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ.
მსაჯმა სადავო ეპიზოდები სულ მათ წინააღმდეგ გადაწყვიტა, რაც დიდი პრობლემა იყო.
მათმა მეკარემ საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრა ჩაატარა”, - განაცხადა ნაგელსმანმა.