გერმანიის ბუნდესლიგის გასულ ტურში "ბაიერნი" "გლადბახს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
მატჩის შემდეგ, იულიან ნაგელსმანმა მსაჯები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ყველა საკამათო ეპიზოდს "გლადბახის" მხარეს წყვეტდნენ.
ნაგელსმანს მატცის მთავარმა მსაჯმა უპასუხა.
"პრობლემას ვერ ვხედავ. ვთვლი, რომ ყველა გადაწყვეტილება სამართლიანი იყო", - განაცხადა შლაგერმა.