გერმანიის თასის 1/32 ფინალში "ბაიერნი" "ვიქტორია კიოლნს" დაუპირისპირდა და 5:0 გაანადგურა.
რეკორდმაისტერის რიგებში სადებიუტო გოლი ამ გუნდის ახალგაზრდა ფორვარდმა მატის ტელმა გაიტანა.
17 წლის და 126 დღის ტელი გახდა "ბაიერნის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც ამ გუნდის მაისურით თავი გამოიჩინა.
მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ფეხბურთელი "ბაიერნს" ამ ზაფხულს შეუერთდა.