ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნი” “ინტერს” დაუპირისპირდება.
მატჩის წინ კომენტარი რეკორდმაისტერის თავკაცმა იულიან ნაგელსმანმა გააკეთა.
“ინტერი კარგი გუნდია, კარგი ინდივიდუალისტები ჰყავს და რთული თამაში გველის, თუმცა მიზანი გამარჯვებაა.
სან სირიზე მწვრთნელის რანგში პირველად გავდივარ. ჩემპიონთა ლიგაზე კარგი სტარტი მნიშვნელოვანია და ჩვენი მიზანიც ესაა”, - განაცხადა ნაგელსმანმა.