ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "ინტერს" დაუპირისპირდა.
შეხვედრაში ანგარიში ლეროი სანემ 25-ე წუთზე გახსნა, რის შემდეგაც მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა.
66-ე წუთზე "ინტერმა" გოლი საკუთარ კარში გაიტანა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 0:2.
"ბაიერნმა" ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო.