ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნი" "ინტერს" დაუპირისპირდა და 0:2 დაამარცხა.
რეკორდმაისტერის მხრიდან პირველი გოლი გერმანელმა შემტევმა ლეროი სანემ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ სანეს ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნის" მაისურით უკვე 10 გოლი აქვს გატანილი.
ის გახდა მესამე მოთამაშე, ვინც "ბაიერნში" ლიგაზე 10 გოლი ყველაზე სწრაფად გაიტანა. სანეს ამისთვის 19 მატჩი დასჭირდა.
რეკორდსმენი როი მაკაია, 10 მატჩში 10 გოლი, ლევანდოვსკიმ კი პირველი 10 ბურთ 16 შეხვედრაში გაიტანა.