ვან ბუიტენი კოუტინიოს ჯადოსნური ჯოხი არ აქვს

ვან ბუიტენი კოუტინიოს ჯადოსნური ჯოხი არ აქვს

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ვეტერანმა დანიელ ვან ბუიტენმა, მიუნხენელებს გუნდურობისკენ მოუწოდა.

"ჩემთვის ფეხბურთი ყოველთვის გუნდურ სამუშაოსთან ასოცირდება. შესაძლოა გყავდეს მაღალი კლასის მოთამაშეები, როგორიც რობერტ ლევანდოვსკია, მაგრამ არ უნდა იფიქრო, რომ თუ დაიმატებ კოუტინიოს, მას ჯადოსნური ჯოხი ექნება და რაიმე განსაკუთრებულს გააკეთებს.

ვფიქრობ, გუნდური თამაში და ყოველ ჯერზე მაღალი კლასის ფეხბურთია საჭირო. მნიშვნელობა არ აქვს თუ ვის ხვდები, პროცესი ყოველ უქმეებზე ერთნაირია. თუ ოდესმე იფიქრებ, რომ მატჩი იოლია, საქმე უკვე გაფუჭებულია.

აგრეთვე მნიშვნელოვანია მენტალიტეტი. მე კარგად მახსოვს, რომ ჩემს დროს გუნდში იყვნენ მოწყურებული, საოცრად მოტივირებული მოთამაშეები, რომელთაც ჩემპიონატისა და აგრეთვე ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდოდათ.

ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის მაღალი დონის, უძლიერესი გუნდები არიან, ამიტომ "ბაიერნსაც" მუდმივად მაღალი დონის გუნდი სჭირდება", - განაცხადა ვან ბუიტენმა, რომელსაც 2013 წელს აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგის ტიტული მიუნხენურ გრანდთან ერთად.

ფილიპე კოუტინიო "ბაიერნმა" ამ ზაფხულს კატალონიის "ბარსელონადან" იჯარით დაიმატა და ბრაზილიელმა პირველი გოლი გასულ უქმეებზე გაიტანა.


25-09-2019, 12:32
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0