მიუნხენის ბაიერნის გერმანელმა შემტევმა, ლეროი სანემ აგრესიულობაზე და მოედანზე გამოვლენილი ემოციების შესახებ ისაუბრა:
"ემოციების დახმარებით, ზოგჯერ შემიძლია თამაშში უკეთ ჩავერთო და გუნდსაც დავეხმარო. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი მიზანი, მსურს ეს ყოველ მატჩში ვაჩვენო და გუნდს დავეხმარო", - განაცხადა სანემ.
ცნობისთვის, სანემ მიმდინარე სეზონში ბაიერნის მაისურით ჯამში 15 შეხვედრა გამართა, სადაც თავი 9 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
ასევე: რატომ მოისროლა სანემ მოედნიდან გასვლის დროს ბოთლი? - ფეხბურთელის განმარტება