ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი სტუმრად პლზენს დაუპირისპირდა და მეტოქე 2:4 დაამარცხა.
შეხვედრის 28-ე წუთზე, მიულერი შესაცვლელი გახდა და მის ნაცვლად მოედანზე 17 წლის მატის ტელი შემოვიდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ნაგელსმანმა ჟურნალისტებთან მიულერის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტომასს მხოლოდ კუნთების პრობლემა აქვს და სერიოზული არაფერია - 99%-იანი ალბათობით, მიულერი კვირას, ფრაიბურგთან გასამართი მატჩისთვის მზად იქნება.