კატალონიის ბარსელონას მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ერთ-ერთ ინტერვიუში მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ განცდილ მარცხს (2:8) კოშმარული მოგონება უწოდა:
'გულწრფელი ვიქნები, ბაიერნის წინააღმდეგ განცდილმა 2:8-მ, უბრალოდ გაგვანადგურა. ჩვენ უბრალოდ არ ვიცოდით, თუ როგორ გაგვეჩერებინა ისინი.
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, ბევრი მეკითხებოდა, თუ როგორ მოხდა ეს, თუმცა სიმართლე გითხრათ, პასუხი ახლაც არ მაქვს.
ზოგადად კი ესპანეთში დიდ პატივს სცემენ გერმანულ ფეხბურთს, "ბუნდესნაკრებს", მიუნხენელებსა და დორტმუნდს', - განაცხადა ტერ შტეგენმა.