ბაიერნის ყოფილმა და ამჯამად კატალონიის ბარსელონას თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ იმ მწვრთნელებზე ისაუბრა, რომელთაც მასზე ყველაზე დიდი გავლენა იქონიეს:
'კლოპთან ზეწოლა ვისწავლე, რათა მთელი სისწრაფით მივაღწიო მეტოქის კარამდე და გოლი გავიტანო.
გვარდიოლასგან ტაქტიკაზე გავიგე ბევრი რამ, ამან ჩემი ფეხბურთზე შეხედულება 100 პროცენტიჩ შეცვალა.
ანჩელოტი დამეხმარა, რომ თავდაჯერებული გავმხდარიყავი, რაც ადრე მაკლდა', - ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს El Pais.
შეგახსენებთ, 33 წლის პოლონელ თავდამსხმელს კლოპი დორტმუნდში წვრთინდა, რაც შეეხება გვარდიოლას და ანჩელოტის, ისინი მასთან ერთად ბაიერნში მუშაობდნენ.