გერმანული გამოცემა BILD-ის მტკიცებით, ჩელსი ბაიერნი და ლივერპულის "რბოლას" კორნად ლაიმერის ტრანსფერთან დაკავშირებით უკვე შეუერთდა.
კონკრეტული ჯერ არაფერია, თუმცა წყარო ირწმუნება, რომ 25 წლის ავსტრიელი შუახაზელი პრემიერ ლიგაში თამაშის იდეით მოხიბლულია.
ცნობისთვის, ლაიმერი ლაიპციგის ღირსებას იცავს, გერმანულ Transfermarkt-ს კი ავსტრიელი 28 მილიონ ევრო ჰყავს შეფასებული, თუმცა, მომავალ ზაფხულს ის თავისუფალი აგენტი ხდება.