მიუნხენის ბაიერნი 2020 წლის ზაფხულში ბარსელონას ამომავალი ვარსკვლავის, პედრის ხელში ჩაგდებას ცდილობდა.
როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, მიუნხენელებმა მაშინ, როცა კატალონიელები 8:2 დაამარცხეს, ესპანელი ტალანტის სანაცვლოდ, უმალვე 45 მილიონ ევროიანი შეთავაზება გააკეთეს.
ბარსელონამ 19 წლის ნახევარმცველის გაშვებაზე უარი განაცხადა, რომელსაც ამჟამინდელი ხელშეკრულება კლუბთან 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს.