დღეს, მიუნხენის ბაიერნმა ყოველწლიური გენერალური შეხვედრა გამართა, სადაც გულშემატკივრებს კლუბში მიმდინარე პროცესები გააცნო და ძირითადად გასული წელი შეაჯამა.
პრეზიდენტის, ჰერბეტ ჰაინერის განცხადებით, კლუბი სრულად თავისუფალია ვალებისგან და არანაირი დავალიანება არ აქვს, მეტიც: "ჩვენ ვფლობთ ალიანს არენას და ბაიერნის კამპუსის 100%-ს, ყველაფერი გადახდილია!", - განაცხადა პრეზიდენტმა.