დღეს, მიუნხენის ბაიერნმა ყოველწლიური გენერალური შეხვედრა გამართა, სადაც გულშემატკივრებს კლუბში მიმდინარე პროცესები გააცნო და ძირითადად გასული წელი შეაჯამა.
შეხვედრაზე ბაიერნის სპორტული დირექტორი, ოლივერ კანიც გამოვიდა და Qatar Airways-თან თანამშრომლობის თემასაც შეეხო:
"მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გავაგრძელებთ ამ თემის ინტენსიურ შესწავლას და განხილვას ჩვენს პარტნიორ Qatar Airway-თან. ყველაფერს ავწონით და შემდეგ ვიპოვით საუკეთესო გამოასავალს ბაიერნისთვის", - განაცხადა კანმა