პარიზში მიმდინარე ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე, სადიო მანე ახალი ჯილდოს "Sócrates Award"-ის გამარჯვებული გახდა.
ოქროს ბურთის ორგანიზატორებმა ახალი ჯილდოს დამატების შესახებ, ოთხშაბათს განაცხადეს - ეს ჰუმანიტარული პრიზია, რომელიც მოთამაშეებს მოედანს გარეთ შესრულებული ქველმოქმედებისთვის გადაეცემათ.
სადიო ყველასთვის კარგად ნაცნობია, როგორც ქველმოქმედი პიროვნება, რომელმაც საკუთარ სოფელში არაერთი საავადმყოფო ააშენა და მოსახლეობას, სხვა საჭიროებებითაც ეხმარება.