პარიზში გუშინ გამართულ ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე, სადიო მანე ახალი ჯილდოს "Sócrates Award"-ის გამარჯვებული გახდა.
ოქროს ბურთის ორგანიზატორებმა ახალი ჯილდოს დამატების შესახებ, ოთხშაბათს განაცხადეს - ეს ჰუმანიტარული პრიზია, რომელიც მოთამაშეებს მოედანს გარეთ შესრულებული ქველმოქმედებისთვის გადაეცემათ.
პრიზის მიღების შემდეგ, სანემ მცირე კომენტარიც გააკეთა:
"ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ. რა თქმა უნდა, როგორც თქვენ თქვით, ხანდახან ძალიან მრცხვენია, რომ ჩემს ქველმოქმედებაზე ვისაუბრო, მაგრამ ძალიან ვამაყობ იმით თუ რისი გაკეთება შემიძლია ჩემი ხალხისთვის და მიხარია, რომ რაღაცების უკეთესობისკენ შეცვლა ჩემს შესაძლებლობებში შედის", - განაცხადა მანემ.