გუშინ, პარიზში გამართულ ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე, წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ბარსელონას ფეხბურთელი გავი დასახელდა.
ნომინაციაში წარდგენილები ბაიერნის შემტევი, ჯამალ მუსიალა და დორტმუნდის ფეხბურთელი, ჯუდ ბელინგემიც იყვნენ.
აღნიშნულ პრიზზე და გამარჯვებულზე კომენტარი რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმაც გააკეთა:
"ჩემი აზრით, მუსიალამაც და ბელინგემმაც გავიზე უკეთესი სეზონი ჩაატარეს, თუმცა გავიც გამორჩეული მოთამაშეა და მისი წარმატებით გახარებული ვარ", - განაცხადა ნაგელსმანმა.
გირჩევთ: რომელ ადგილზე გავიდა მუსიალა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინაციაში?