26 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ბარსელონას დაუპირისპირდება.
მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, აღნიშნულ შეხვედრაზე კომენტარი ბავარიელთა 19 წლის შემტევმა, ჯამალ მუსიალამ გააკეთა:
"ბარსელონას წინააღმდეგ თამაში ყოველთვის მნიშვნელოვანია, ყველა თამაშის წინ მოტივირებული ვართ, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე და თან კამპ ნოუზე თამაში განსაკუთრებულია.
გუნდში ყველანი მზად ვართ და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა მუსიალამ.
ცნობისთვის, იმისათის, რომ ბარსელონა ჯგუფიდან გავიდეს, მომდევნო ტურში ბაიერნის დამარცხება მოუწვეს, შემდეგ კი პლზენისაც, პარალელურად კი აუცილებელია, რომ ინტერმა დარჩენილ ორ შეხვედრაში (ბაიერნთან და პლზენთან) გასამართი ვერც ერთი მატჩი ვერ მოიგოს.