როგორც უკვე მოგახსენეთ, მიუნხენის ბაიერნის ლეგენდამ, ფრანკ რიბერიმ 39 წლის ასაკში კარიერა ოფიციალურად დაასრულა.
აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი რიბერის ყოფილმა თანაგუნდელმა და ამჟამად ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა, ოლივერ კანმაც გააკეთა:
"გამიმართლა, რომ მასთან ერთად მომიწია მოედანზე ყოფნა და ნათლად ვხედავდი, თუ როგორ ახარებდა ჩვენს გულშემატკივრებს თავისი შემტევი მოძრაობებით.
ფრენკი მოედანზე რაღაც განსაკუთრებული იყო. ბაიერნი ამაყობს იმით, რომ მსგავსი მოთამაში ათი წლის განმავლობაში ჰყავდა საკუთარ რიგებში და მასთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო.
მიუნხენში თავისი თავხედური იუმორი ჩამოიტანა, ერთი-ორჯერ გამეხუმრა და სავსე წყლით ვედროც კი გადამასხა თავზე, ახლა კი გუნდის ხატი და ლეგნდაა. ფრენკ, ყოველივე საუკეთესოს გისურვებ სამომავლოდ და გახსოვდეს, ბაიერნი შენი სახლია, სადაც მუდამ გულით გელიან", - განაცხადა კანმა.