როგორც უკვე მოგახსენეთ, მიუნხენის ბაიერნის ლეგენდამ, ფრანკ რიბერიმ 39 წლის ასაკში კარიერა ოფიციალურად დაასრულა.
რამდენიმე თვის წინ მიცემულ ინტერვიუში, რიბერიმ აღნიშნა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა სურს:
'კარიერის დასრულების შემდეგ, მწვრთნელობა მსურს. ძალიან მომწონს კარლო ანჩელოტი როგორც პიროვნება, მისი მუშაობა და აზროვნება.
ასევე ძალიან მომწონს ჰაინკესიც, რომელთან ერთადაც 2013 წელს ყველაფერი მოვიგე', - განაცხადა რიბერიმ.