როგორც უკვე მოგახსენეთ, მიუნხენის ბაიერნის ლეგენდამ, ფრანკ რიბერიმ 39 წლის ასაკში კარიერა ოფიციალურად დაასრულა.
ბაიერნის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმინეგემ 2008 წლის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ იმ დროისთვის ინგლისური და ესპანური კლუბები რიბერის სანაცვლოდ ბაიერნს რეკორდული რაოდენობის თანხას სთავზობდა:
'ჩვენ შეგვეძლო 2008 წელს რიბერის გაყიდვა ინგლისში ან ესპანეთში. მის სანაცვლოდ იმ დროს მსოფლიო ფეხბურთისთვის რეკორდულად დიდ თანხებს გვთავაზობდნენ.
ცხადია ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ, რადგან არაამქვეყნიურ თანხებს ჩამოდიოდა რამდენიმე კლუბი, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტეთ რიბერისთან 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმება. ამ გადაწყტვეტილებით დღესაც ამაყი ვარ', - განაცხადა რუმენიგემ.