როგორც უკვე მოგახსენეთ, მიუნხენის ბაიერნის ლეგენდამ, ფრანკ რიბერიმ 39 წლის ასაკში კარიერა ოფიციალურად დაასრულა.
სულ ცოტა ხნის წინ, ლეგენდარუმა მოთამაშემ, ტიერი ანრიმ მიუნხენის ბაიერნის შემტევზე, ლეროი სანეზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, შეუძლია თუ არა სანეს რიბერის და რობენის დონემდე მივიდეს, ანრიმ უპასუხა:
"დიახ, შეუძლია. რიბერი მოედანზე მკვლელი იყო, რობენიც იქვე იყო, რომ შენთვის ზიანი მოეყენებინა - იგივე თვისებებს, სანეს თვალებშიც ვხედავ.
ის აღარ არის ისეთივე პატარა ბავშვი, როგორიც მანჩესტერ სიტიში იყო. ვფიქრობ, რაღაცეებს მიხვდა, მაგრამ სამომავლოდაც ასე უნდა გააგრძელოს. მან უნდა ისწავლოს თუ როგორ უნდა 'მოკლას' მეტოქე და ამ მომენტისთვის, სწორედ ამას აკეთებს.
რაც სანეს თამაშში ძალიან მომწონს არის ის, რომ როდესაც ბურთს მუსიალასგან იღებს, არ ჩერდება და დიდ სისწრაფეებზე თამაშობს, თანაც ამ ტემპს მთელი მატჩის განმავლობაში ინარჩუნებს", - განაცხადა ლეგენდარულმა მოთამაშემ.