26 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ბარსელონას დაუპირისპირდება.
მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, ბარსელონასთან მოსალოდნელ დაპირისპირებაზე, მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელმა, ჩუპო-მოტინგმა ისაუბრა:
"ბარსელონას წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. ამ მატჩისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთ - მოუთმენლად ველოდები ლევანდოვსკისთან შეხვედრას, ის შესანიშნავი მოთამაშე და მსოფლიო დონის თავდამსხმელია", - განაცხადა ჩუპომ.