ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ბარსელონას დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, მიუნხენელთა სპორტულმა დირექტორმა, ოლივერ კანმა აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა:
"ბარსელონა ყოველთვის განსაკუთრებული მეტოქეა. ეს არის დიდი კლუბი, რომელთანაც წარსულში ბევრი დუელი გავმართეთ. ჩვენ თამაშისთვის მზად ვართ!
ახლახანს, კარგი მატჩი ჩავატარეთ და ეს შედეგზეც აისახა, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი მაინც ჯგუფის პირველ ადგილზე დასრულებაა. ბარსელონასთვის არაფრის ჩუქებას არ ვაპირებთ", - განაცხადა კანმა.