ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ბარსელონას დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბაიერნის მცველი მატიას დე ლიხტი ჟურნალისტებს ესაუბრა და ლევანდოვსკისთან მოსალოდნელ დაპირისპირებაზეც გააკეთა კომენტარი:
"ყოველთვის პატივი უნდა სცე ისეთ ფეხბურთელს, როგორიც ლევანდოვსკია. მან ბაიერნში ბრწყინვალე პერიოდი გაატარა და ამჟამად ბარსელონაშიც ძალიან კარგად თამაშობს - პოლონელის მსგავს ფეხბურთელებთან ყოველთვის მზად უნდა იყო და მოედანზე ყველაფერი უნდა ჩადო", - განაცხადა დე ლიხტმა.