ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ბარსელონას დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, აღნიშნულ შეხვედრაზე კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმაც ისაუბრა:
"ბაიერნს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად მივიჩნევთ, ძალიან ინტესიურ და ტაქტიკურად გამართულ შეხვედრას ველოდებით. მიუნხენში ძალიან კარგად ვითამაშეთ, თუმცა შექმნილი შანსები ვერ გამოვიყენეთ და ხვალ ეს უნდა შევცვალოთ.
გასულ დაპირისპირებას კიდევ ერთხელ ვუყურე და საოცარია, რომ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. უნდა გავიმარჯვოთ, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება მილანში. ხვალ უნდა ვაჩვენოთ, რომ ამ დონის გუნდებთან თამაში შეგვიძლია", - განაცხადა ჩავიმ.