"მიუნხენში წაგება არ დაგვიმსახურებია", - ბარსას სპორტული დირექტორი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ინტერმა საკუთარ მოედანზე ვიქტორია პლზენს უმასპინძლა და მეტოქე 4:0 გაანადგურა.
აღნიშნული გამარჯვებით, ინტერმა 10 ქულა დააგროვა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაში გაინაღდა, რაც შეეხება ბარსელონას, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგებს აჩვენებდნენ დარჩენილ მატჩებში, ჩავის გუნდს ასპარეზობის გაგრძელება ევროპა ლიგაზე მოუწევს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი კატალონიური გუნდის სპორტულმა დირექტორმა, მატეუ ალემანმა გააკეთა:
"მიუნხენში წაგება არ დაგვიმსახურება, რაც შეეხება ინტერთან მატჩს, მილანში მსაჯის გადაწყვეტილებები გაუგებარი იყო", - განაცხადა ალემანმა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბარსელონა ბაიერნთან შეხვედრაში 0:3 დამარცხდა.