ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ბარსელონას დაუპირისპირდა და მეტოქე 0:3 დაამარცხა.
აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ, რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნის გასახდელში შევიდა და ყოფილ თანაგუნდელებს გამარჯვება მიულოცა. მოგვიანებით, ამაზე კომენტარი ტომას მიულერმაც გააკეთა:
"ყოველთვის სასიამოვნოა ლევანდოვსკის ხელახლა ხილვა, თუმცა ცხადია მას თანავუგრძნობ, რადგან ვიცი თუ როგორი ამბიციური მოთამაშეა", - თქვა მიულერმა.