ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ბარსელონას დაუპირისპირდა და მეტოქე 0:3 დაამარცხა.
აღნიშნული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ჩემპიონთა ლიგამ მატიას დე ლიხტი დაასახელა, თუმცა Sofascore-ის ვერსიით, მატჩის გმირი სერჟ გნაბრი, 8.9 ქულით გახდა, რომელმაც ასისტების ჰეთ-თრიკი გაიფორმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ამაზე კომენტარი თავად ნიდერლანდელმა მცველმაც გააკეთა:
"მატჩის საუკეთესო მოთამაშე? გაკვირვებული ვიყავი, რადგან ვფიქრობდი, რომ ამ ჯილდოს სერჟ გნაბრი მიიღებდა, თუმცა კარგი, მე მას სიამოვნებით მივიღებ", - თქვა დე ლიხტმა.