ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ბარსელონას დაუპირისპირდა და მეტოქე 0:3 დაამარცხა.
აღნიშნული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ჩემპიონთა ლიგამ მატიას დე ლიხტი დაასახელა, თუმცა Sofascore-ის ვერსიით, მატჩის გმირი სერჟ გნაბრი, 8.9 ქულით გახდა, რომელმაც ასისტების ჰეთ-თრიკი გაიფორმა.
ამ შედეგით, გნაბრი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა - ის ერთადერთი მოთამაშეა, ვინც ბარსელონას წინააღმდეგ ამ ტურნირზე სამი საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.