ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ბარსელონას დაუპირისპირდა და მეტოქე 0:3 დაამარცხა.
ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა ბაიერნის მცველი, მატიას დე ლიხტი, რომელმაც ლევანდოვსკი ჩაკეტა და მოედანზე არაფერი გააკეთებინა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, დე ლიხტმა ლევანდოვსკისთან დუელზე ისაუბრა:
"მის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იყო. პირადად ჩემთვის, ლევანდოვსკი მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელია და მის წინააღმდეგ ყოველთვის ფხიზლად უნდა იყო. ძალიან ჭკვიანურად თამაშობს, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გოლი არ გაეტანა", - თქვა დე ლიხტმა.