ლევანდოვსკის გუნდიდან წასვლის შემდეგ, ბაიერნს გამოკვეთილი ფორვარდის პრობლემა შეექმნა, მართალია, ბოლო მატჩებში ეს როლი საკუთარ თავზე ჩუპო-მოტინგმა ითავა, თუმცა კლუბი კვლავ ტოპ მოთამაშის ძიებაშია.
გერმანულ მედიაში, ჰარი კეინის ბაიერნში შესაძლო ტრასნფერზე ყოველდღიურად იწერება, დღეს კი ახალი ცნობა გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ჰარი კეინმა ტოტენჰემთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე შეაჩერა.
გერმანული გამოცემების მტკიცებით, ამის მთავარი მიზეზი სწორედ ბაიერნში შესაძლო ტრანსფერია, თუმცა კონკრეტული ამ დრომდე არაფერია.