ბუნდესლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნმა საშინაო არენაზე მაინცს უმასპინძლა და მეტოქე 6:2 გაანადგურა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, იულიან ნაგელსმანი ჟურნალისტებს ესაუბრა და აღნიშნული მატჩი შეაფასა:
"ვფიქრობ, ტაიმების დასაწყისში რთლი 5-10 წუთი გვქონდა, სხვაგვარად კი კარგად ვითამაშეთ. დიდი კომპლიმენტი გუნდს, რადგან ყოველ 3 დღეში ასეთ შედეგს დებს. ეს ყოველივე საყურებლად სასიამოვნოა - ხარისხის და თამაშის მიმართ დამოკიდებულების ნაზავი. კომპლიმენტები ჩემს ფეხბურთელებს", - თქვა ნაგელსმანმა.