ბუნდესლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნმა საშინაო არენაზე მაინცს უმასპინძლა და მეტოქე 6:2 გაანადგურა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, იულიან ნაგელსმანი ჟურნალისტებს ესაუბრა და სადიო მანეს ბოლო დროინდელ პროგრესზე გააკეთა კომენტარი:
"სადიოს თამაშით კმაყოფილი ვარ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მისი პოზიციიდან გამომდინარე, კარგი პროგრესი განიცადა. ის ფლანგზე უფრო ბევრს მუშაობს და ეს კარგადაც გამოსდის, ეს ბარსელონასთან მატჩშიც აჩვენა და იმედია ასე გააგრძელებს", - თქვა ნაგელსმანმა.