ბუნდესლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნმა საშინაო არენაზე მაინცს უმასპინძლა და მეტოქე 6:2 გაანადგურა.
აღნიშნულ შეხვედრაში, სადიო მანემ 2 საგოლე გადაცემით და გოლთ გამოიჩინა თავი და მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთანაც ისაუბრა:
"მე ჯერ კიდევ არ ვარ 100%-ით კმაყოფილი საკუთარი თავით. უფრო მეტის გაკეთებაც შემიძლია", - თქვა მანემ.