ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ, ბაიერნს ბუნდესლიგის საწყის ტურებში გამოკვეთილი ფორვარდის პრობლემა ჰქონდა, თუმცა ეს მოვალეობა საკუთარ თავზე ჩუპო მორინგმა ითავა და ნაკისრ ვალდებულებას თავს ბრწყინვალედ ართმევს.
ცხადია, მისი ასეთი თამაშის შემდეგ, გულშემატკივრებს და ჟურნალისტებსაც აინტერესებთ, თუ რა გეგმები აქვს კლუბს მასთან დაკავშირებით - ამ თემაზე ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმაც ისაუბრა:
"მოლაპარაკებები გაიმართება, არაფერი არ მეტყველებს ამის საწინააღმდეგოდ. ჩუპო არის ფეხბურთელი, რომელიც, ჩემი აზრით, აქაურობას ეკუთვნის. ვიმედოვნებ, რომ ჩვენთან დარჩება", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.