ბუნდესლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნმა საშინაო არენაზე მაინცს უმასპინძლა და მეტოქე 6:2 გაანადგურა.
აღნიშნული მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი მიუნხენელთა მეკარემ, სვენ ულრაიხმაც გააკეთა და პენალტის ეპიზოდზე გაამახვილა ყურადღება:
"მსაჯმა თქვა, რომ მე ბურთს არ შევხებივარ, არადა ბურთის შეხება ხელთათმანზე ვიგრძენი. ასევე ავღნიშნე, რომ თამაშის წესები არ დამირღვევია, მეტოქეს საერთოდ ვერ ვხედავდი, რადგან ჰაერში ვიყავი. ჩემთვის აუხსნელია, როგორ შეიძლება ასეთ ეპიზოდში პენალტის დანიშვნა", - განაცხადა ულრაიხმა.
VIDEO: ულრაიხმა პენალტი მოიგერია, თუმცა რამდენიმე წამში არადამაჯერებლად ითამაშა და გოლი გაუშვა (ვიდეო)