მიუნხენის ბაიერნის მცველი, ბენჟამინ პავარი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომობილს, რის გამოც მართვის მოწმობა ჩამოერთვა - შემთხვევა დაახლოებით 8 კვირის წინ მოხდა. გერმანული გამოცემების მტკიცებით, სამწუხარო ფაქტი ბაიერნის ერთ-ერთი საშინაო შეხვედრის შემდეგ მოხდა.
ინციდენტიდან 2 დღის შემდეგ, ფრანგი მცველი სალიჰამიჯიჩის ოფიში გამოიძახეს და კლუბმა ის ხუთ ნიშნა თანხით დააჯარიმა.
აქამდე, იწერებოდა, რომ პავარი ორგანიზმში ალკოჰოლის შემცვლელობა 0.08% იყო, თუმცა ახლახანს, BILD-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის ორგანიზმში, ალკოჰოლის დონე 1,3%-ი იყო. (1.1% მეტი დანაშაულად ითვლება) - იგივე წყაროს მტკიცებით, სასამართლო ფეხბურთელს ინდივიდუალურ ჯარიმას დააკისრებს.