როგორც უკვე მოგახსენეთ, გერმანიის ფეხბურთის კავშირი ცდილობს, ტონი კროოსი დაარწმუნოს, რომ საკუთარ გადაწყვეტიელბას გადახედოს (სანაკრებო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით) და მსოფლიო ჩემპიონატი გერმანის ნაკრებთან ერთად ითამაშოს.
თუმცა, დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კროოსი დაბრუნებას არ აპირებს:
"მსოფლიო ჩემპიონატზე არ ვიქნები, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ როცა გერმანიის თამაშებს ვუყურებ, მეც მომინდება თამაში.
ნაკრებში ისეთი მოთამაშეები არიან, რომლებიც მეტ სათამაშო დროს იმსახურებენ და არ მინდოდა, საქმე იქამდე მისულიყო, რომ ჩემთვის ეთქვათ, ჯობია წახვიდეო", - განაცხადა კროოსმა.
ცნობისთვის, კროოსმა გერმანიის ეროვნული ნაკრების მაისურით 106 შეხვედრა ჩაატარა და ამ მაჩვენებლით, გერმანიის საფეხბურთო ისტორიაში მეშვიდე პოზიციას იკავებს. ამ პერიოდში, მან 16 გოლის გატანაც მოახერხა.