ბუნდესლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ჰერტას დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 2:3 დაამარცხა.
დიდი ხნის შემდეგ, რეკორდმაისტერის სასტარტო შემადგენლობას ნოიერი დაუბრუნდა და ბუნდესლიგის ახალი რეკორდიც დაამყარა, კერძოდ: მანუელ ნოიერი ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც ერთ კონკრეტული გუნდის წინააღმდეგ (ჰერტას), ყველაზე მეტი მატჩი (22) მოიგო.
ასევე: ძველი დრო გაიხსენა - ნოიერის ცრუმოძრაობები ჰერტასთან მატჩში (ვიდეო)