ბუნდესლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ჰერტას დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 2:3 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში ბაიერნის მხრიდან თავი გოლებით ჯამალ მუსიალამ და ჩუპო-მოტინგმა გამოიჩინეს, ამ უკანასკნელს დუბლის შესასრულებლად 1 წუთი დასჭირდა და Whoscored.com-ის ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა (8.2 ქულით).
ზოგადად, კამერუნელი ფორვარდი ბოლო მატჩებია ბრწყინვალე ფორმაშია, მის ანგარიშზე ბოლო 7 შეხვედრაში, 9 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩუპომ ბაიერნში საკუთარ მომავალზე ისაუბრა:
"ამჟამად მხოლოდ ბაიერნზე ვარ ორიენტირებული. ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ და იმის წარმოდგენა შემიძლია, რომ აქ კიდევ უფრო დიდ ხანს დავრჩები", - განაცხადა 33 წლის ფორვარდმა.