დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე, ცნობილი გახდა, რომ მერვედფინალურ ეტაპზე მიუნხენის ბაიერნის მეტოქე ფრანგული პსჟ იქნება.
აღნიშნული წილისყრა მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმაც შეაფასა:
"პსჟ რთული მეტოქეა. ჯგუფში, უკვე დავუპირისპირდით რთულ მეტოქეებს და ამისთვის ჯილდო არ მიგვიღია. ვფიქრობ, არც პსჟ იქნება ზედმეტად აღელვებული იმ ფაქტით, რომ ჩვენ გვხვდება, მაგრამ თამაშამდე ჯერ კიდევ ადრეა - წინ მსოფლიო ჩემპიონატია.
პარიზზე ფიქრს ახლა აზრი არ აქვს. წინ ბრემენთან მატჩი გვაქვს, შემდეგ შალკესთან და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი - პსჟსთან გასამართ მატჩზე კონკრეტულ საუბარს ჯერ არ ვაპირებთ", - განაცხადა ნაგელსმანმა.